
ვანის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა - თიკო ჩახუნაშვილმა და ამირან ჯანელიძემ მძლეოსნობაში I და III ადგილი დაიკავეს.
24 აპრილს ახალციხეში ჩატარდა ღია პირველობა მძლეოსნობაში, რომელშიც სხვადასხვა ქალაქისა და მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობდნენ.
„ჩემპიონატში ჩართული იყო ჩვენი სკოლის ორი მოსწავლე - თიკო ჩახუნაშვილი და ამირან ჯანელიძე. ღია პირველობაზე თიკომ-I, ხოლო ამირანმა III ადგილი დაიკავა.
ვანის N1 საჯარო სკოლის დირექცია ულოცავს ტურნირში მონაწილე მოსწავლეებს მნიშვნელოვან გამარჯვებას და მადლობას უხდის მძლეოსანთა მწვრთნელს, ბატონ ვალერი როხვაძეს“, - აღნიშნულია სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები