კერძო სკოლა „ანაბასისში“ სააღდგომო საქველმოქმედო აქცია გაიმართა
05-05-2021
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის კერძო სკოლა „ანაბასისში“ სააღდგომოდ ტრადიციული საქველმოქმედო აქცია გაიმართა, რომელშიც მთელი სასკოლო საზოგადოება აქტიურად ჩაერთო.

მშობელთა და პედაგოგთა გულისხმიერი დამოკიდებულების შედეგად შეგროვებული სურსათ-სანოვაგე, პირველადი მოხმარების ნივთები, ტანსაცმელი და სათამაშოები სკოლის მზრუნველობის ქვეშ მყოფ ბენეფიციარებს გადაეცათ. 

„უღრმესი მადლობა ჩვენს გულისხმიერ მშობლებს და მთელ სასკოლო საზოგადოებას გვერდით დგომისა და დახმარებისთვის! წლებია  ერთობლივი ძალისხმევით  წარმატებით ხორციელდება ჩვენი საქველმოქმედო პროექტი,რომლის დევიზია: „ჩვენ ყველასთან მივალთ, ვისაც ვჭირდებით“ .ჩვენი პროექტით სარგებელს იღებენ ის ოჯახები, რომელთათვისაც თითოეული ჩვენგანის დახმარებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

პროექტით სარგებელს იღებენ ჩვენი მოსწავლეებიც ,რომელთა მეხსიერებაში წარუშლელად დარჩება  „სიკეთის გაკვეთილები“. რეალურ ცხოვრებაში ისინი „სიკეთის ელჩებად“ გვევლინებიან!“, - ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203