„ქართული ხალხური შემოქმედების მარგალიტები“- ნადაბურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კულტურულ-შემეცნებითი პროექტი განახორციელეს
05-05-2021
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადაბურის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეემა პროექტი სახელწოდებით: „ქართული ხალხური შემოქმედების მარგალიტები“ წარმოადგინეს.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა ქართული ხალხური ლექსები და სიმღერები მოიძიეს; გაეცნენ ინფორმაციას ლეგენდების, ტრადიციებისა და დღესასწაულების შესახებ. მოსწავლეებმა დაათვალიერეს ქართული რეწვის ნიმუშები  თავადაც დაამზადეს ხელნაკეთი ნივთები. გარდა ამისა, მათ ნახატები შექმნეს და გამოფენაც მოაწყვეს.

სკოლის აღსაზრდელებმა პროექტის ფარგლებში ხალხური ცეკვები და სიმღერები შეასრულეს.

სკოლის ინფორმაციით, პროექტი ინტეგრირებული იყო მუსიკასთან და ხელოვნებასთან.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203