ამბროლაურის N2 საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა
05-05-2021
ამბროლაურის N2 საჯარო სკოლის Iკლასში დედაენის დღე აღინიშნა. 

მოსწავლეებმა ქართულ ენასთან დაკავშირებული ლექსები და ამონარიდები წაიკითხეს. მათ მშობლიური ენის სიწმინდეს კიდევ ერთხელ მიაგეს პატივი.

დედა ენის დღე საქართველოში 1990 წლიდან 14 აპრილს აღინიშნება. 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

ვიდეო იხილეთ ბმულზე

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203