„თქვენი ღვაწლი ფასდაუდებელია“ - გორგაძეების საჯარო სკოლის დირექცია ტექნიკის კონკურსში გამარჯვებულ მოსწავლეებსა და მათ პედაგოგებს მადლობას უხდის
05-05-2021

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გორგაძეების საჯარო სკოლის მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებმა პროგრამა „მომავლის თაობის“ ფარგლებში ჩატარებულ ტექნიკის კონკურსში წარმატება მოიპოვეს. მათი ხელმძღვანელები ნანა გორგილაძე და მარინა კახიძე იყვნენ. დირექცია მადლობას უხდის პედაგოგებსა და კონკურსის მონაწილე ბავშვებს.

„მადლობა სამოქალაქო განათლების მასწავლებლებს - ნანა გორგილაძესა და მარინა კახიძეს, ასევე  მე-9, მე-10 კლასის მოსწავლეებს პროგრამა „მომავლის თაობის“ ფარგლებში ტექნიკის კონკურსში გამარჯვებისათვის. თქვენი ღვაწლი ფასდაუდებელია“ - წერია დირექციის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203