ნადაბურის საჯარო სკოლაში დედაენის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა
05-05-2021
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადაბურის საჯარო სკოლაში დედაენის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა. მასში დაწყებითი კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

პირველკლასელებმა მასწავლებლის, მიმოზა სიჭინავას ხელმძღვანელობით, „თხა და გიგო“ წარადგინეს, მეორე კლასის მოსწავლეებმა კი პედაგოგის, მერი არევაძის თაოსნობით „რწყილი და ჭიანჭველა“ წარმოადგინეს.

მათ სიმღერებიც შეასრულეს და ლექსებიც წაიკითხეს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203