„ერთად მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის“ - ხულოს მუნიციპალიტეტის განახლების საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი დასრულდა
05-05-2021
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების სკოლაში პროექტი „ერთად მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის“ დასრულდა.
პროექტის ფარგლებში სიყვარულის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა. მოსწავლეებმა სიყვარულის არსსა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მათ წარმოადგინეს ჩანახატები და წაიკითხეს ლექსები, რის შემდეგაც შეაჯამეს ზემოაღნიშნული პროექტი. ღონისძიების დასასრულს, პროექტის მონაწილეებს აქტიურობისთვის მცირედი საჩუქრებიც გადასცეს.
„სკოლის სახელით მადლობას ვუხდით ამ პროექტის ინიციატორებს - სამოქალაქო განათლების მასწავლებელს, ქალბატონ დარიკო მელაძესა და ამავე სკოლის კურსდამთავრებულს მაგდა ცეცხლაძეს დაუღალავი შრომისთვის,“ - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს