ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დასუფთავების აქცია გამართეს
05-05-2021
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით მიტოვებული საფლავები დაასუფთავეს.
აქტივობა უფროსკლასელთა „ლიგის“ ინიციატივით გაიმართა.
„პირველები აქციას სოფელ ზემო მაჩხაანის ახალგაზრდები შეუერთდნენ“, - აღნიშნულია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ცენტრის განცხადებაში.