„სახელოვანი წინაპრები“ - კაჭრეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო სასწავლო პროექტზე იმუშავეს
05-05-2021

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთის საჯარო სკოლის Vა კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის ლალა ბაცანაძის ხელმძღვანელობით, დისტანციური სწავლების ფორმატში, სასწავლო პროექტი - „სახელოვანი წინაპრები“ განახორციელეს. 

პროექტის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ სახელოვან წინაპრებს - ვახტანგ გორგასალს, დავით აღმაშენებელს, თამარ მეფეს, ერეკლე მეფეს. მოიძიეს ინფორმაცია როგორც ისტორიული წყაროებიდან, ასევე შეისწავლეს მათ შესახებ შექმნილი მხატვრული თუ ფოლკლორული ნიმუშები.

მოსწავლეებმა ინდივიდუალურად გააფორმეს ალბომები, გამოუშვეს სპეციალური კედლის გაზეთები.

იხილეთ ფოტოები

იხილეთ ვიდეო 1:

იხილეთ ვიდეო 2:

იხილეთ ვიდეო 3:

იხილეთ ვიდეო 4:

იხილეთ ვიდეო 5:

იხილეთ ვიდეო 6:

იხილეთ ვიდეო 7:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203