ძლევიჯვრის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გარემოსდაცვით თემაზე პოსტერები და ნახატები შექმნეს
05-05-2021

ბესიკ კაპანაძის სახელობის ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვრის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლაში აქტიურად მიმდინარეობს გარემოს დაცვისადმი მიძღვნილი გაკვეთილების დაგეგმვა და პრეზენტაციების მომზადება. 

მათ შორის, მე -6 კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს საინტერესო პოსტერები და ნახატები.

„მადლობა ბავშვებო ასეთი აქტიურობისათვის“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203