იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „გვირილობა“ აღნიშნეს
05-05-2021

იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გვირილობა აღნიშნეს. დღე შთამბეჭდავი, მხიარული და საინტერესო იყო პატარებისთვის.

„წლევანდელი მაისობა განსაკუთრებულია (შემთხვევით ხომ არაფერი ხდება)! საუფლო დღესასწაულის მოლოდინის სახარულით, „ქუთაისობა“ მიულოცეს იოსებ ოცხელის სახელობის N2 საჯარო სკოლის მეორე კლასელებმა (კლასის ხელმძღვანელი: დალი გვეტაძე) სავარდო და სამაისო ქუთაისს.

იყო ქალაქის სიძველეზე, მის კულტურულ მემკვიდრეობაზე მოფერება, ლექსი, ცეკვა…

კოსტიუმირებულმა პატარებმა ისტორიის გაცოცხლება გვირილებით სცადეს. თვით „პატარა გვირილებმა“ სტუმრებს ცოცხალი ყვავილები უსახსოვრეს.

მიუხედავად პანდემისაა და დაწესებული შეზღუდვებისა, ვფიქრობთ, ეს ბედნიერი დღე მათ მეხსიერებას ლამაზად შემორჩება!“- აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203