დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლაში ფილმის - „ლუკას სახარება“ ჩვენება გაიმართა
05-05-2021
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ქართველი კინორეჟისორისა და მწერლის, გოდერძი ჩოხელის მიერ 1998 წელს გადაღებული ფილმი - „ლუკას სახარება“ იხილეს.  

ავტორმა საკუთარი ლიტერატურული ნაწარმოები კინოსურათად აქცია და არაერთხელ აღუნიშნავს, რომ „ლუკას სახარების“ ყურებისას ბევრჯერ უტირია. 

დაბა მახინჯაურის მე-7 კლასის მოსწავლეებმა ფილმის მთავარი პერსონაჟის, თანატოლი ლუკას ტკივილი და შეურაცხყოფა გოდერძი ჩოხელის მსგავსად განიცადეს.

მოსწავლეებისთვის განსაკუთრებით ემოციური „ლუკას სახარების“ ეს ეპიზოდი აღმოჩნდა:

„- ხომ არ არსებობს აღდგომა?
– დიახ, მასწავლებელო.
– დიახ კი არა, არა–თქო!
– არა, მასწავლებელო!
– მაშ ეს ბიჭი ხომ იმსახურებს ამისათვის სასჯელს?!
– ლუკაზე მიუთითა დირექტორმა.
– დიახ, მასწავლებელო!
– აბა, შემოარბენინეთ ასი წრე! – ბრძანა დირექტორმა და ბალღები ყიჟინით გაეკიდნენ ლუკას.
ორმოცდამეთხუთმეტე წრეზე მთელი ეზო თვალებში დაუტრიალდა ლუკას და გონი აერია, მუხლები მოეკვეთა და წაიქცა.
დირექტორმა წამოაყენა და ჩაეკითხა:
– აბა, აღსდგა ქრისტე?
– ჭ ე შ მ ა რ ი ტ ა დ, მასწავლებელო…!”

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203