ფიროსმანის საჯარო სკოლის მოსწავლეებს ინგლისურ ენაში მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული ღია გაკვეთილი ჩაუტარდათ
05-05-2021
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ფიროსმანის საჯარო სკოლაში აქტიურად იგეგმება და ტარდება ღია გაკვეთილები, რომელსაც მასწავლებელთა მხარდაჭერისა და ხარისხის მართვის ჯგუფი ესწრება.
ინგლისური ენის წამყვანმა მასწავლებელმა, ლეილა ტარიელაძემა მე-10 კლასში ღია გაკვეთილი ჩაატარა თემაზე- „Good food guide“. საგაკვეთილო პროცესი მრავალფეროვნად წარიმართა. პედაგოგმა მოსწავლეებისთვის საინტერესო არაერთი რესურსი გამოიყენა.
ღია გაკვეთილს სკოლის დირექტორი, იოსებ ბიბინიძე ესწრებოდა.