ქუთაისის N36 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სააღდგომო გამოფენა მოაწყვეს
05-05-2021
ქუთაისის N36 საჯარო სკოლის I კლასის მოსწავლეებმა და ხელოვნების მასწავლებელმა, ლელა ჟორჟოლიანმა  გაკვეთილი აღდგომის თემატიკას მიუძღვნეს და სააღდგომო სიმბოლოებსა თუ ტრადიციებზე ისაუბრეს.

მათ გაიხსენეს, თუ როგორ ხვდებიან სხვადასხვა დღესასწაულს საქართველოში და იმსჯელეს, როგორ შეუძლიათ შექმნან სადღესასწაულო განწყობა სკოლასა თუ ოჯახში.

წინასწარ გამოჭრილი თარგის მიხედვით მოსწავლეებმა სააღდგომო კალათა ინდივიდუალურად დაამზადეს. მათ ნამუშევრები მოხატეს, ფიგურები გამოძერწეს და გაზაფხულის ამსახველი ფერებით გამოჭრეს. სკოლის აღსაზრდელებმა რიტმული ორნამენტები და ყვავილებიც გამოიყენეს. საბოლოოდ, ნამუშევრებმა დასრულებული და შინაარსობრივი სახე მიიღო, რის შემდგომაც მოსწავლეებმა გამოფენა მოაწყვეს და ერთმანეთის ქმნილებებზე იმსჯელეს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203