წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა სააღდგომო საქველმოქმედო აქცია გამართეს
05-05-2021
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში სააღდგომო საქველმოქმედო აქცია გაიმართა. სკოლის მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა შემოწირულობებიდან შეგროვილი თანხით სააღდგომო ნობათი - სურსათი, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი შეიძინეს და სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადასცეს.

„სიკეთის კეთება საუფლო დღეებში ყველაზე დიდი მადლია. ერთმანეთის თანადგომა, სიყვარული და სიკეთე ყველაზე დიდი ბედნიერებაა. 

ორი პატარა უფლის ანგელოზიც გავიცანით, ულამაზესი და უსაყვარლესი მარიამი და ალექსანდრე.
უფალმა დაგლოცოს და გაგახაროს ყველა ვინც ამ კეთილშობილურ აქციაში მონაწილეობდა“, - ვკითხულობთ სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203