ზერტის საჯარო სკოლის მოსწავლეები სახელოვნებო კონკურსში მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
05-05-2021
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტის საჯარო სკოლის მოსწავლეები პედაგოგის, ქეთევან რევაზაშვილის ხელმძღვანელობით სახელოვნებო კონკურში მონაწილეობდნენ. კონკურსი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ინიციატივით ჩატარდა.
საუკეთესო ფერწერული კომპოზიციისათვის მე-10 კლასის მოსწავლე, ნინო მახარაშვილი დაჯილდოვდა, აქტიური მონაწილეობისათვის კი მე-7 კლასის მოსწავლეები - მერაბ აკოფაშვილი და ცოტნე ტერუნაშვილი დაჯილდოვდნენ.
სკოლის დირექციამ მოსწავლეებს წარმატებები უსურვა და სკოლის სახელით ყველა მონაწილეს დიპლომები გადასცა.