„დედამიწა ჩვენი საერთო სახლია, ჩვენი პლანეტაა“ - ტყიბულის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
05-05-2021
ტყიბულის N6 საჯარო სკოლის მე-5ა და მე-5ბ კლასის მოსწავლეებმა დედამიწის საერთაშორისო დღე აღნიშნეს და განახორციელეს პროექტი - „დედამიწა ჩვენი საერთო სახლია, ჩვენი პლანეტაა“.
მოსწავლეებმა თემატური ნახატები, პოსტერები და ილუსტრაციები შექმნეს. გარდა ამისა, დაამზადეს კედლის გაზეთიც. მოსწავლეებმა ნამუშევრები სკოლის ფოიეში გამოფინეს.
დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები.