„კულტურული მემკვიდრეობა ჩვენი სიმდიდრეა“ - ჩიხის საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი განხორციელდა
05-05-2021
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიხის საჯარო სკოლა „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში არაფორმალური განათლების მიმართულებით ახორციელებს პროექტს -  „კულტურული მემკვიდრეობა ჩვენი სიმდიდრეა“.  

სკოლის ბიბლიოთეკარის, ინგა ტალახაძის ხელმძღვანელობით საბაზისო საფეხურის მოსწავლეებში გაიმართა ვიქტორინა - „ვინ უკეთ იცნობს ჩვენი სოფლის კულტურულ მემკვიდრეობას“.

კონკურსში მე-9 კლასის გუნდმა გაიმარჯვა, ხოლო მოსწავლეებში საუკეთესო შედეგი მე-9 კლასის მოსწავლემ, ნინო კალმახელიძემ აჩვენა,

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203