ახალციხის N5 საჯარო სკოლის ეკოკლუბ „შუაღამის მზის“ ინიციატივით დასუფთავების აქცია მოეწყო
05-05-2021

ახალციხის N5 საჯარო სკოლის ეკოკლუბ „შუაღამის მზის“ ინიციატივით მდინარე ფოცხოვის სანაპირო ზოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია მოეწყო. 

„პანდემიური სიტუაციიდან გამომდინარე, მოხალისეების რიცხვი 5-მდე შემცირდა, ვიმუშავეთ ყველა კოვიდრეკომენდაციის დაცვით. დავახარისხეთ ნაგავი და ნარჩენი. უნდა აღინიშნოს, რომ უჩვეულოდ დაბინძურებული იყო ტერიტორია საყოფაცხოვრებო ნარჩენებითაც.

ეკოკლუბი მოგიწოდებთ!   
ბუნება ნაგავსაყრელი არაა!!!
გაუფრთხილდი სანამ გვიან არაა!

ასევე, დიდი მადლობა ჩვეული მხარდაჭერისთვის ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეებს“, - წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203