თბილისის N103 სკოლის II და XII კლასებში სპორტის მასწავლებელმა ეკა ყარყარაშვილმა „ამხანაგური გაკვეთილი“ ჩაატარა
05-05-2021

თბილისის N103 საჯარო სკოლის მეორე (ხელმძღვანელი ლალი თეთრაძე) და მეთორმეტე კლასებში სპორტის მასწავლებლის ეკა ყარყარაშვილის ხელმძღვანელობით „ამხანაგური გაკვეთილი“ ჩატარდა.

გაკვეთილის მიზანი იყო  სპორტის, ფიზიკური აქტივობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, რაც საკმაოდ აქტუალურია ამ პანდემიის პირობებში.

მოსწავლეებმა მრავალ სპორტულ აქტივობასა და მხიარულ შეჯიბრებაში მიიღეს მონაწილეობა.

„უფროსკლასელებს შორის იყვნენ სპორტსმენები, რომლებიც მაგალითის მიმცემები იქნებიან პატარებისთვის. ასეთი სახალისო და აქტიური გაკვეთილები უმცროსკლასელთა და უფროსკლასელთა მეგობრობის და თანამშრომლობის საწინდარია, რაც მრავალი ერთობლივი პროექტის დაგეგმვის საშუალების მომცემია“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203