ძევრის საჯარო სკოლაში საქველმოქმედო აქცია გაიმართა
04-05-2021
უშანგი სოფრომაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრის საჯარო სკოლაში „სიკეთის კლუბმა“ მორიგი სააღდგომო-საქველმოქმედო აქცია გამართა.
შეგროვებული საკვები პროდუქტი, ტკბილეული და ტანსაცმელი მუნიციპალიტეტის შეჭირვებულ მოსახლეობას გადაეცა. აქტივობაში მოსწავლეები, მშობლები და პედაგოგები აქტიურად იყვნენ ჩართულნი.
გარდა საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობისა, სკოლის მოსწავლეებმა ქრისტიანული პატივი მიაგეს ომის გმირებს - ძევრელ შმაგი სოფრომაძესა და ღვანკითელ ვალერი გოგნაძეს.
ძევრის სკოლის „სიკეთის კლუბი“ 2014 წლიდან ეწევა ამ საქველმოქმედო საქმიანობას.