ზედა საქარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „იავნანამ რა ჰქმნა?!“ დადგეს
04-05-2021
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა საქარის საჯარო სკოლის მე-3 და მე-4 კლასის მოსწავლეებმა სპექტაკლი „იავნანამ რა ჰქმნა?!“ დადგეს.

სკოლის აღსაზრდელებმა იაკობ გოგებაშვილის მოთხრობის გმირები სცენაზე გააცოცხლეს და მაყურებელს შთამბეჭდავი წარმოდგენა შესთავაზეს.

მათ როლები გადაინაწილეს, შესაბამისი კოსტიუმები მოირგეს, თეატრალური ოსტატობა გამოავლინეს და დამსწრეთა დიდი მოწონებაც დაიმსახურეს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203