ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საქარის საჯარო სკოლაში დედაენის დღე აღნიშნეს.მოსწავლეებმა ქართულ ენასთან დაკავშირებული ლექსები და ამონარიდები წაიკითხეს. შეასრულეს თემატური სიმღერები, დაამზადეს პოსტერები, წარადგინეს პრეზენტაციები და შექმნეს კედლის გაზეთი.
სკოლის აღსაზრდელებმა განსაკუთრებული ემოციით ისაუბრეს ქართული ენის სიწმინდეზე და მისი დაცვის მნიშვნელობა გამოკვეთეს.
დედაენის დღე საქართველოში 1990 წლიდან 14 აპრილს აღინიშნება.
იხილეთ ფოტოები