უჩმანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გარემოსდაცვით თემაზე ნახატები შექმნეს
04-05-2021
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩმანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღესთან დაკავშირებით შემოქმედებითი აქტივობები განახორციელეს. 

სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მოსწავლეებმა დედამიწის დღის თემატიკაზე შექმნეს ნახატები და ისაუბრეს, იმაზე თუ რამნდენად მნიშვნელოვანია თითოული ადამიანის როლი დედმიწის, გარემოს და ბუნების მოვლასა და დაცვაში.

დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი დედამიწის დღის ქსელის მიერ მსოფლიო მასშტაბითაა კორდინირებული და ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203