იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 სკოლამ დედამიწის დღე მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღნიშნა
04-05-2021
იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლამ დედამიწის დღე მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღნიშნა. 

მე-3ე კლასის მოსწავლებმა დამრიგებლის, მერი აბესაძის ხელმძღვანელობით სკოლის ეზოში ყვავილები დარგეს,  ხოლო მე-51,  მე-5 მესამე და მე-62 კლასის მოსწავლეებმა დედამიწის დღეს გაკვეთილი მიუძღვნეს. 

ბუნების მასწავლებელმა, მაია როხვაძემ, გაკვეთილზე მოსწავლეებს დედამიწის წინაშე მდგარ პრობლემებზე ესაუბრა. სკოლის აღსაზრდელებმა დაგმეს ადამიანის ბუნებაზე უარყოფითი ზემოქმედების პრაქტიკა. 

მოსწავლეებმა დაამზადეს თვალსაჩინოებები, შექმნეს ბუკლეტები/პოსტერები და მოაწყვეს გამოფენა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203