ქვემო მახოს საჯარო სკოლაში მხატვრული კითხვის კონკურსის სასკოლო ტური გაიმართა
04-05-2021
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მახოს საჯარო სკოლაში მხატვრული კითხვის კონკურსის სასკოლო ტური ჩატარდა. კონკურსში II, III,IV,V და VI კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
თითოეულმა მონაწილემ ემოციურად და ხატოვნად წაიკითხა ლექსი. კონკურსის ბოლოს საუკეთესო სამეულიც გამოვლინდა: VI კლასის მოსწავლეები - ლინდა საფარიძე საბა მსხალაძე და ნინი პაქსაძე. მათ შორის მცირედი უპირატესობით ნინი პაქსაძემ გაიმარჯვა. გამარჯვებული მოსწავლე ხელვაჩაურის მუნიციპალურ ტურში მიიღებს მონაწილეობას.
„ნინი პაქსაძეს ვულოცავთ ამ პირველ წარმატებას და ვუსურვებთ რეგიონალურ ტურში უფრო დიდ წარმატებას. კონკურსში მონაწილე თითოეულ მოსწავლეს უღრმესი მადლობა გვინდა გადავუხადოთ ძალიან ლამაზი და სასიამოვნო დღისთვის“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს