წალენჯიხის N2 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე, ნინო შელია ინგლისურ ენაში ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურში გადავიდა.
ნინომ ორივე ტურში მაქსიმალური - 40 ქულიდან 40 ქულა მიიღო.
„წალენჯიხის N2 საჯარო სკოლა ულოცავს ნინო შელიას მიღწეულ შედეგს და სამომავლოდ წარმატებებს უსურვებს,“ - ვკითხულობთ სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.