ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანის საჯარო სკოლის მე-9 კლასში ქართულსა ენასა და ისტორიაში სამოდელო ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა.
გაკვეთილის თემა - „ვახტანგ VI“ და „სულხან-საბა ორბელიანის ევროპაში ელჩობა“ იყო. აღნიშნულმა საკითხებმა მოსწავლეების დიდი ინტერესი გამოიწვია და მათი ჩართულობაც საკმაოდ მაღალი იყო.
საგაკვეთილო პროცესს ისტორიის მასწავლებელი, მანანა გოგოლაძე და ქართული ენის მასწავლებელი, ნანა მანჯავიძე უძღვებოდნენ.
„მადლობა მე-9 კლასის მოსწავლეებს, ნანა მასწავლებელსა და დამსწრე საზოგადოებას“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები