„ტურიზმის განვითარების წინაპირობა ეკოლოგიურად ჯანსაღი გარემოა“ - ხიდრის საჯარო სკოლაში საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა
04-05-2021
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდრის საჯარო სკოლაში პროექტი „გარემოს დაცვა“ წარმატებით ხორციელდება. ისტორიის მასწავლებელმა, თამარ თაბუკაშვილმა  მე-9 კლასში  ჩაატარა საინტერესო პროექტ-გაკვეთილი თემაზე - „ტურიზმის განვითარების წინაპირობა ეკოლოგიურად ჯანსაღი გარემოა“. 

მოსწავლეებმა თემის შესახებ მასწავლებელთან ერთად იმსჯელეს. მათ სოფელ ხიდრში ტურიზმის განვითარების გზები წარმოაჩინეს, ამასთანავე, გარემოს დაცვისა და მისი რესურსების რაციონალური გამოყენების აუცილებლობაზეც ისაუბრეს. 

მეცხრეკლასელებმა სოფლის ღირსეშანიშნავ ადგილებთან დაკავშირებით საინტერესო პრეზენტაციები წარადგინეს. 

გაკვეთილზე ხაზი გაესვა გარემოს დაცვის, უსაფრთხო გარემოს შექმნის, ინფრასტრუქტურის მოწესრიგების, ჯანსაღი ვიტამინებით გაჯერებული საკვების მიღების მნიშვნელობას, რაც რეგიონში ტურიზმის განვითარების საწინდარი გახდება და სოფელ ხიდრის მოსახლეობასაც დიდ სარგებელს მოუტანს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203