„კონფლიქტების გამომწვევი მიზეზები“ - ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა-კოლეჯ „პროგრესის“ მეექვსეკლასელთა​ საინტერესო შეხვედრა
04-05-2021

ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა-კოლეჯ „პროგრესში“ სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურად და რა თქმა უნდა, არსებული პროტოკოლის ზედმიწევნით დაცვით მიმდინარეობს. მოსწავლეები ჩართულები არიან სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესში, სხვადასხვა აქტივობასაც დიდი წარმატებით ახორციელებენ და სკოლის ერთმუშტად შეკრული, პროფესიონალი გუნდის დამსახურებით, ძალიან უყვართ სწავლა.

რამდენიმე დღის წინ, მე-6 „ა“ კლასმა ჩაატარა შეხვედრა თემაზე - „კონფლიქტების გამომწვევი მიზეზები“. შეხვედრის ფარგლებში, მოსწავლეებმა, ქართულ ნაწარმოებებზე დაყრდნობით, გააანალიზეს რამდენიმე კონფლიქტი და ისაუბრეს მათი გადაჭრის მშვიდობიან გზებზე. განიხილეს კონფლიქტში მონაწილე მთავარი გმირების ქმედებები და მათი ქცევის ალტერნატიული ნაბიჯები.

შეხვედრის მიზანი, სწორედ იმის ჩვენება იყო თუ როგორ შეიძლება მოლაპარაკებების საფუძველზე, მშვიდობიანი გზით კონფლიქტის მოგვარება. პროექტის ხელმძღვანელი გახლდათ ინგა ალავიძე.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203