ქუთაისის N35 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გვირილობის დღესასწაული აღნიშნეს
04-05-2021
ქუთაისის N35 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თანააქალაქელებს გვირილობის დღესასწაული მიულოცეს.

მათ ღია ცისქვეშ ნახატების გამოფენა მოაწყვეს და თავანთი ფერადი ნამუშევრები წარმოადგინეს. ღონისძიების ბოლოს მოსწავლეებმა სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს. 

2 მაისს ქუთაისში ტრადიციული სახალხო დღესასწაული – „გვირილობა“, იგივე ორმაისობა აღინიშნება. „გვირილობა“ მე-20 საუკუნის 20-იან წლებში დამკვიდრებული საქველმოქმედო ღონისძიებაა, რომელიც გიმნაზიელი გოგონას, ალექსანდრა ჩიქოვანის ინიციატივას და საქველმოქმედო აქციას უკავშირდება. გოგონები გვირილებს კრეფდნენ, ყიდდნენ და შეგროვილი თანხით ტუბერკულ​ოზით დაავადებულ ადამიანებს ეხმარებოდნენ. მომდევნო წლებში „გვირილობას“ ტრადიციის სახე მიეცა და ქალაქის დღესასწაულად იქცა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203