„ერის სულიერი საგანძური“ - პირველი სვირის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ტელე -რადიორეპორტაჟები მოამზადეს
04-05-2021
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი სვირის საჯარო სკოლა - „ახალი სკოლის მოდელშია“ ჩართული. როგორც სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პედაგოგები საგნობრივი ექსპერტების მიერ ორგანიზებულ შეხვედრებს ესწრებიან. აღნიშნული შეხვედრები ხელს უწყობს მასწავლებელთა მიერ ახალი მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის სასკოლო ცხოვრებაში გადატანას.
პირველი სვირი საჯარო სკოლა აქტიურადაა ჩართული „ლიდერობის აკადემიის“ კუთხით განსახორციელებელ პროექტებში კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლების მიმართულებით.
სკოლის მე-19 კლასის მოსწავლეებმა, მასწავლებლის, მარეხი გიორგაძის ხელმძღვანელობით გამართეს აქტივობა - „ერის სულიერი საგანძური“. მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას უძველესი ხელნაწერების შესახებ მომზადებული ტელე - და რადიორეპორტაჟები წარუდგინეს და ხელნაწერების შექმნის ისტორია გააცნეს. პროექტში მშობლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს