
პანდემიის გამო, საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა არაერთი გამოწვევის წინაშე დგას. არც ისაა მარტივი, ასეთ ვითარებაში საკუთარ პროფესიას ბოლომდე უერთგულო, თუმცა, ჩვენი პედაგოგები დგანან განათლებული მომავალი თაობების აღზრდის სადარაჯოზე და პროფესიულ წინსვლაზე ორიენტირებულები, თავს არ ზოგავენ - მოსწავლეებს მისცენ ხარისხიანი განათლება. სწორედ ასეთი თავდადების მაგალითია ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ბათუმის ფილიალი, სადაც სწავლა აქტიურად და არსებული რეგულაციების დაცვით მიმდინარეობს.
გარდა იმისა, რომ მოსწავლეები ჩართულები არიან საგაკვეთილო პროცესში, ასევე მონაწილეობენ სხვადასხვა ჩემპიონატში და წარმატებებსაც აღწევენ.
ჭადრაკში, 18 წლამდე გოგონათა შორის აჭარის ჩემპიონატში, პირველი ადგილის მფლობელი „პროგრესელი“ დეა ბედოშვილი გახდა. სასკოლო საზოგადოება ულოცავს დეას ამ დიდ წარმატებას და უსურვებს წინსვლას. „გილოცავთ დეა! „პროგრესი“ ამაყობს შენით!“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფრომაციაში.