
დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლაში დედამიწის დღე აღნიშნეს.
მოსწავლეებმა პედაგოგ მაია ბეგიაშვილის ხელმძღვანელობით გარემოსდაცვითი აქტივობები განახორციელეს, მათ შორის, შერჩეული ტერიტორია გაამწვანეს.
დედამიწის საერთაშორისო დღე 22 აპრილს აღინიშნება. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომლშიც ყოველ წელს მსოფლიოს 192 ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.