ფიროსმანის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე შემეცნებითი აქტივობებით აღნიშნეს
04-05-2021
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ფიროსმანის საჯარო სკოლის მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებმა, ინგლისური ენის წამყვანი მასწავლებლის, ლეილა ტარიელაძის ხელმძღვანელობითა და სკოლის დირექციის ხელშეწყობით, დედამიწის დღე აღნიშნეს.
მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას ინგლისურ ენაზე მათ მიერ მომზადებული სტატიები თარგმანთან ერთად წარუდგინეს; გააცნეს დედამიწის დღესთან დაკავშირებული თემატური პოსტერები და პლაკატებიც.
გარდა ამისა, მათ აუდიტორიას მაიკლ ჯექსონის ლეგენდარული სიმღერა Earth მოასმენინეს.
მოსწავლეებმა მაყურებლებს მათ მიერ დამზადებული საინფორმაციო ორენოვანი ბუკლეტები და დედამიწის გამოსახულებით გაფორმებული საქართველოს დროშები გადასცეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს