ქუთაისის N21 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ვაჟა-ფშაველას ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე საინტერესო პრეზენტაციები მოამზადეს
04-05-2021
ქალაქ ქუთაისის N21 საჯარო სკოლის მე-6გ კლასის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე საინტერესო პრეზენტაციები წარადგინეს შემდეგ თემებზე: „ვაჟა-ფშაველას ბიოგრაფია“, „ვაჟას სამყარო“, „ვაჟა-ფშაველას შემოქმედება“, „ვაჟას ნაწარმოებები და ჩვენი შემოქმედება“.
პრეზენტაციები წარიმართა როგორც საკლასო, ასევე, დისტანციურ რეჟიმში.
მოსწავლეები დიდი პასუხისმგებლობით მიუდგნენ დავალებას და ძალიან საინტერესოდ ისაუბრეს ვაჟა-ფშაველას ცხოვრებასა თუ მოღვაწეობაზე.
„წარმატებებს ვუსურვებთ შეუდარებელ მანანა მასწავლებელსა და საუცხოო ბავშვებს“, - ვკითხულობთ სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.