ლეხაინდრაოს საჯარო სკოლაში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს საინტერესო და სახალისო აქტივობები მიუძღვნეს
04-05-2021

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეხაინდრაოს საჯარო სკოლაში, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, მრავალფეროვანი აქტივობები მოეწყო. 

მე-5 კლასის მოსწავლეებმა ისაუბრეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის შესახებ და წარადგინეს პრეზენტაციები.

მეხუთეკლასელებმა ინგლისურ ენაზე მისალოცი ბარათები შექმნეს და ერთმანეთს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს.

მოსწავლეები ხალისით ჩაერთვნენ სააღდგომო სახალისო აქტივობებში და ასევე ლექსიკური მარაგი გაიმდიდრეს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, საერთო ჯამში, გაკვეთილი ძალიან ნაყოფიერად წარიმართა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203