ქუთაისის N1 სკოლის მოსწავლე ტატო ახალაძე izrune.ge-მ მათემატიკური აზროვნების ოლიმპიადაში წარმატებით მონაწილეობისთვის დააჯილდოვა
ქუთაისის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში -
izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.
ამჯერად, ქუთაისის N1 საჯარო სკოლა მეორე კლასის მოსწავლემ ტატო ახალაძემ ასახელა. დაწყებითი კლასის მოსწავლემ
izrune.ge-ს მათემატიკური აზროვნების ოლიმპიადაში წარმატებული მონაწილეობისთვის პირველი ხარისხის სერტიფიკატი მოიპოვა.
„ძალიან დიდი ინტერესით ელოდება ტატო ყოველ ხუთშაბათს და თვის ბოლო დღესაც ძალიან ბედნიერია,
უხარია ძალიან დიპლომებს რომ აგროვებს“,- გვწერს ბეჯითი ტატო მზრუნველი მშობელი- მარიკა არაყიშვილი.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.
იხილეთ ფოტო