ეცერის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ხანდაზმულებს სააღდგომო ნობათი გადასცეს
04-05-2021
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ეცერის საჯარო სკოლის მე-6 და მე-7 კლასის მოსწავლეებმა თემის მარტოხელა ადამიანები და მოხუცი მასწავლებლები გაახარეს და მათ საჩუქარად სააღდგომო კვერცხები და პასკებით გადასცეს.
 
„მადლობა ჩვენს მონდომებულ მოსწავლეებს! ბედნიერ აღდგომას, მეგობრებო! სიკეთე გადამდებია! მადლობა, ბავშვებო, საოცარი სიხარულით რომ გამოხატეთ თქვენი გულწრფელი დამოკიდებულება და აქტიურად ჩაერთეთ შემოთავაზებული იდეის განხორციელებაში!

მადლობა მშობლებს, რომ გვერდში დამიდექით, არ დაიზარეთ და დაგვეხმარეთ გაგვეხარებინა ადამიანები!“, - ვკითხულობთ სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203