„დედამიწა ავადაა“ - მაღლაკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კედლის გაზეთი შექმნეს
04-05-2021
წყალტუბოს მუნიპალიტეტის სოფელ მაღლაკის N1 საჯარო სკოლაში დედამიწის საერთაშორისო დღე აღინიშნა. მე-9 კლასის მოსწავლეებმა შექმნეს კედლის გაზეთი სახელწოდებით - „დედამიწა ავადაა“.
აღნიშნული აქტივობა მოსწავლეებში გარემოსდაცვითი კულტურის განვითარებას ისახავდა მიზნად.
მოსწავლეები კედლის გაზეთის დამზადებაში დიდი ინტერესით ჩაერთნენ და შემოქმედებითი ნიჭიც წარმოაჩინეს.
22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომლშიც ყოველ წელს მსოფლიოს 192 ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.
1970 წელს სანტა ბარბარას საბადოდან ნავთობის დაღვრას შედეგად ოკეანის დაბინძურება და წყლის ბინადართა განადგურება მოჰყვა. ამერიკელი გარემოსდამცველი სენატორის, გეილორდ ნელსონის მოწოდებას, დაეცვათ დედამიწა, 20 მილიონი ადამიანი შეურთდა. მას შემდეგ, დედამიწის დღე ყოველწლიურად 22 აპრილს აღინიშნება.
საქართველო „დედამიწის დღეს“ 1990 წლიდან სხვადასხვა გარემოსდაცვით ღონისძიებით აღნიშნავს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს