„მეტი სიკეთე“ - თაიას საჯარო სკოლაში სოციალური პროექტი განხორციელდა
04-05-2021

„მეტი სიკეთე“ - ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ თაიას საჯარო სკოლაში სოციალური პროექტი განხორციელდა, სადაც ბავშვების გადაღებული ოთხი ფილმი წარმოადგინეს. ვიდეო კონკურსში  მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

„ბავშვებს უნდა გადაეღოთ ფილმი წინასწარ განსაზღვრული პირობების და ქრონომეტრაჟის დაცვით.  ჟიური შედგებოდა 4 წევრისგან და მათ შორის, ერთი იყო მოწვეული სტუმარი - მერიის წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ერთეულში. 
პროექტის ხელმძღვანელი: გელა საჯაია. 
ორგანიზატორები: გელა საჯაია და ინგა მორგოშია.

გამარჯვებულები:
პირველი ადგილი: მე-12 კლასი. 
მეორე ადგილი: მე-10 კლასი. 

პირველ, მეორე ადგილზე გასულები დაჯილდოვდნენ ფასიანი საჩუქრებით. კონკურსის ყველა მონაწილეს სერტიფიკატები გადაეცა.

პროექტის ხელმძღვანელმა - გელა საჯაიამ „ჩხორ ნიუსთან“ საუბარში შედეგები შეაჯამა და აღნიშნა: „მსგავს თემაზე, ვიდეო კონკურსი პირველად ჩატარდა. მიზანი იყო:  ახალგაზრდებში მეტი კომუნიკაციის, სიკეთის კეთებისა და თანამშრომლობითი უნარების განვითარება. მიუხედავად იმისა, რომ პროფესიონალი მსახიობები არ არიან, იდეა მშვენივრად გადმოსცეს“, - წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203