სათხის საჯარო სკოლაში სომეხთა გენოციდის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა
04-05-2021
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხის საჯარო სკოლაში სომეხთა გენოციდის დღესთან დაკავშირებით  ღონისძიება გაიმართა, რომელსაც სომხური ენის მასწავლებელი, რიმა სანოსიანი ხელმძღვანელობდა.

მე-9 კლასის მოსწავლეებმა 1915 წელს დატრიალებული ტრაგედია კიდევ ერთხელ გაიხსენეს და წუთიერი დუმილით გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგეს. მათ გენოციდისადმი მიძღვნილი ლექსებიც წაიკითხეს და სიმღერები დიდი ემოციებით შეასრულეს. 

გარდა ამისა, მოსწავლეებმა მცირე პიესაც დადგეს და სანთლები დაანთეს.

ღონისძიება რეგულაციების სრული დაცვით ჩატარდა.

სომეხთა  გენოციდის ხსოვნის დღე 1915 წელს სომეხთა გენოციდის დროს დაღუპულთა მოსაგონებლად ტარდება.

გენოციდი მოიცავდა ოსმალთა იმპერიის მიერ მილიონზე მეტი სომეხის ხოცვა- ჟლეტვასა და შიმშილობას. ერევანში, სომხეთის დედაქალაქში, ყოველწლიურად ასიათასობით ადამიანი წიწერნაკაბერდის გენოციდის მემორიალურ დაფასთან  იკრიბება და მას ყვავილებით ამკობენ. სომეხთა გენოციდი აღიარებულია მსოფლიოს ბევრი ქვეყვნების მხრიდან. 2021 წელს ეს ფაქტი აღიარა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203