„პოეზია მუსიკაა სულისა“ - დეხვირის საჯარო სკოლაში საინტერესო ღონისძიება გაიმართა
04-05-2021

„პოეზია მუსიკაა სულისა“ - ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლაში საინტერესო ღონისძიება ჩატარდა. მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა მუსიკის ფონზე წაიკითხეს საყვარელი ლექსები და დამსწრე საზოგადოებას სასიამოვნო საღამო აჩუქეს.

„დეხვირის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა ეს მუსიკა მაღალ ხმაზე ააჟღერეს და დაატკბეს მსმენელები. გაიმართა პოეზიის საღამო...

მოსწავლეებმა წაიკითხეს საყვარელი პოეტების რჩეული ლექსები, მშვენიერი ჰანგების ფონზე...თავისუფლად გამოხატეს თავიანთი აზრები და ემოციები შერჩეული ავტორების შემოქმედების მიმართ...

პედაგოგებმაც აქტიურად შეცურეს პოეზიის სიყვარულის ოკეანეში და საყვარელი ლექსები გაუზიარეს დარბაზს. პარალელურად, მოსწავლეებს მიეცათ საშუალება დამტკბარიყვნენ მხატვრული კითხვის ოსტატების სმენით და ცქერით.

ძალიან სასიამოვნო, პოეტური და პოზიტიური დღე გამოგვივიდა“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203