ტუნაძეების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ფრენბურთში რაიონული პირველობა მოიპოვეს
04-05-2021
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტუნაძეების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ფრენბურთში რაიონული პირველობა მოიპოვეს. 

ჩემპიონატი ხულოს რესურსცენტრის ორგანიზებითა და ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა და მასში 8 საჯარო სკოლის გუნდმა მიიღო მონაწილეობა. 

დაძაბულ და საინტერესო თამაშში სოფელ ტუნაძეების საჯარო სკოლის გოგონათა და ვაჟთა გუნდებმა რაიონული პირველობა მოიპოვეს. რესურსცენტრისა და მერიის თანამშრომლებმა  მოსწავლეები თასებითა და სიგელებით დააჯილდოვეს.

ჩემპიონატი რეგულაციების სრული დაცვით ჩატარდა.

„სოფელ ტუნაძეების საჯარო სკოლის დირექცია ულოცავს და შემდგომ წარმატებებს უსურვებს სკოლის სპორტის პედაგოგებს და მოსწავლეებს“, - აღნიშნულაი სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203