აფხაზეთის N14 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს
04-05-2021
აფხაზეთის N14 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს.
„დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა საკლასო ოთახი ჯეჯილით, კვერცხებითა და სხვადასხვა ნახატებით გააფორმეს, შემდეგ კი ყველას წინასწარ მიულოცეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული. მოსწავლეები საქმეს შემოქმედებითად მიუდგნენ.
მე-10 კლასის მოსწავლეებმა კი გამოსცეს კედლის გაზეთი - „რად ეძებთ ცოცხალს მკვდრებს შორის“. გაზეთის რედაქტორი ლიზი ესართია. ინგლისური ენის მასწავლებელმა ელზა მესხიამ და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელმა ვენერა (ნანი) ესართიამ მოგვიმზადა ვიდეო კოლაჟი.
აფხაზეთის N14 საჯარო სკოლა გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! აღდგომის რწმენამ გაგაძლიეროთ და მოგანიჭოთ სიკეთე, სიხარული, ურთიერთ სიყვარული და სულიერი სიმშვიდე. უფალი ფარავდეს თითოეულ თქვენგანს და სრულიად საქართველოს“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს