წყემის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სააღდგომო დეკორაციები დაამზადეს
04-05-2021
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ წყემის სახელობის საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასების პედაგოგმა, მაკა ჯალაღონიამ აღსაზრდელებთან ერთად აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის დადგომა აღნიშნა.
მოსწავლეებმა სააღდგომო დეკორაციები დაამზადეს და საკლასო ოთახის თვალსაჩინო ადგილას გამოფინეს.
მათ დაფაზე ცარცით შემდეგი წარწერა გააკეთეს: „გილოცავთ ბრწინვალე აღდგომას! ქრისტე აღდგა!“