„ჩვენი სიცოცხლე ჩვენს ხელშია“ - ხანდოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაციები გამართეს
04-05-2021
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანდოს საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა სამოქალაქო განათლების პედაგოგის, ზოია ნაზარიანის ხელმძღვანელობით საინტერესო პრეზენტაციები მოამზადეს თემაზე - „ჩვენი სიცოცხლე ჩვენს ხელშია“.
მოსწავლეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ჯანსაღი გზით ცხოვრება ჯანმრთელი ორგანიზმის შენარჩუნების აუცილებელი პირობააა. მათ თავიანთი დამოკიდებულება პრეზენტაციასთან ერთად ნახატებითაც გამოხატეს.
მასწავლებელმა გაკვეთილის ბოლოს მინი-დისკუსიაც გამართა. მოსწავლეები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ჯანსაღი ცხოვრება ჯანმრთელი ორგანიზმის საწინდარია.