„გაეცი ემოცია“ - ქუთაისის N36 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ემოციური ინტელექტის განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ
04-05-2021
ქუთაისის N36 საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო ღონისძიება - „გაეცი ემოცია“ გამართეს. აქტივობა ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში დაგეგმილი სასკოლო პროექტის - „ემოციური ინტელექტის განვითარება“ ფარგლებში განხორციელდა.

დამრიგებლთან, ხათუნა გეწაძესთან ერთად მოსწავლეებმა ემოციის მართვასთან დაკავშირებით ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ემოციის მართვა არის ის უნარი, რომლის დასწავლაც შესაძლებელია. 

სკოლის აღსაზრდელებმა პედაგოგთან ერთად იმსჯელეს, თუ როგორ უნდა ვისწავლოთ ემოციების მოსმენა, გააზრება, მართვა, მათთვის სახელის დარქმევა და შემდგომში  სასიკეთოდ გამოყენება.

აქტივობის დასასრულს მოსწავლეები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ  წარმატების მისაღწევად ინტელექტთან ერთად აუცილებელია ემოციების მართვისა და კონტროლის ცოდნაც. მათ აღნიშნეს, რომ უმჯობესია დადებითი ემოცია გამოვხატოთ და ერთმანეთს სამყარო გავუფერადოთ.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203