„დედამიწა ჩვენი სახლია“ - ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ნამუშევრები შექმნეს
04-05-2021
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა დედამიწის დღესთან დაკავშირებით  საინტერესო ნამუშევრები შექმნეს თემაზე - „დედამიწა ჩემი სახლია“.

თემატურ ნამუშევრებზე მუშაობამ არამხოლოდ მოსწავლეების შემოქმედებითი უნარ-ჩვევები წარმოაჩინა, არამედ ბუნებაზე მოფრთხილების კუთხით მათი ცნობიერება კიდევ უფრო აამაღლა. სკოლის აღსაზრდელებმა კიდევ ერთხელ გაიაზრეს და გაანალიზეს, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს გარემომცველ სამყაროზე ზრუნვასა და ჩვენს პლანეტაზე სიჯანსაღის შენარჩუნებას. 

აქტივობას ხელოვნების მასწავლებელი, ვენერა აბუსერიძე უძღვებოდა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203