ზემო ხვედურეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „ქარელის შშმპ ორგანიზაციის“ აღსაზრდელებს აღდგომა მიულოცეს
04-05-2021
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხვედურეთის საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული „ქარელის შშმპ ორგანიზაციის“ აღსაზრდელებს მიულოცეს.
მოსწავლეებმა მათ საჩუქრად სააღდგომო ნობათი გადასცეს.
შშმ ბავშვებმა სკოლის აღსაზრდელებისგან უდიდესი სითბო და სიყვარული მიიღეს.